GEOENGRUS
მთავარიჩვენ შესახებსერვისებიჩვენი კლიენტებიკონტაქტიშეკვეთა

ჩვენ შესახებ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ

კომპანიის შესახებ


შპს „ტეს“ საინჟინრო კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალებისგან და ექსპერტებისგან, ჩვენს მიზანს წარმოადგენს, მომხმარლებლებისთვის შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტილებების დაგეგმვა და შესრულება, ხოლო უმთავრესი მიზანია ეს ყველაფერი შესრულდეს უმაღლესი სტანდარტების და ხარისხის დაცვით.

კომპანია დაარსებულია 2017 წელს, პროფესიონალი ინჟინრების გიორგი მაღრაძის, ლაშა აბრამაშვილის და მამუკა მეტრეველის მიერ. მათი, როგორც ინჟინრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ქართულ ბაზარზე შემოსულიყო ისეთი კომპანია, რომელსაც გააჩნდა მაღალი პასუხისგებლობა, ფასისა და ხარისხის საუკეთესო ბალანსი და რა თქმა უნდა პროფესიონალიზმი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ოცამდე, საქმის უმაღლეს დონეზე მცოდნე პროფესიონალს.

ჩვენი კომპანიის მთავარი საქმიანობის სფეროა ელექტრო-მექანიკური სისტემების კონსულტაცია, პროექტირება, მონტაჟი და შესაბამისობის დადგენა.



ჩვენი ხედვა და მიზანი


კომპანიის ხედვა არის: ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის საქმის კარგ შესრულებაში იგულისხმება ბევრი ფაქტორი: პასუხისმგებლობა, ვადები, შესრულების ხარისხი. პროფესიონალიზმი და კრეატიულობა, ტექნიკური ცოდნის გაზიარება მომხმარებლისთვის რათა კომუნიკაცია გაადვილდეს.
ჩვენს კომპანიას სამომავლოდ დასახული აქვს მიზანი, რომ გახდეს ბაზრის ლიდერი. პროფესიონალიზმი, დაბალანსებული ცოდნა, ტექნიკური შესაძლებლობები, გამოყენებული ტექნოლოგიები და ხარისხი, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენი გუნდი მუდმივად მიისწრაფვის განვითარებისაკენ, არ ვერიდებით სიახლეებს, რაც მუდმივად პროგრესის საშუალებას გვაძლევს.



ჩვენი ფილოსოფია


ჩვენს მთავარ ფილოსოფიას წარმოადგენს სიმარტივე საინჟინრო პროექტების დაგეგმვისას და შესრულებისას, რომელიც ამავდროულად, ქმნის მაღალი დონის ფუნქციონალურობას და ხარისხს. ასევე, ახალი პროექტების დაგეგმვისას და შესრულებისას არ ვერიდებით კრეატიული გადაწყვეტილებების მიღებას, ჩვენთვის ზღვარი არ არსებობს, ნებისმიერი სირთულე ახალი გამოწვევა და გამოცდილებაა.

მთავარიჩვენ შესახებსერვისებიჩვენი კლიენტებიკონტაქტიშეკვეთა


+995 551223255, +995 577778862, +995 577013681
info@tesgeorgia.ge
კახეთის გზატკეცილი 33ა, სფ #3


© 2020 LLC TES. ყველა უფლება დაცულია.
Created by WebTEC